კიტეიშვილის მორიგი გოლი „შტურმში“

0
22

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ მაისურით ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში თავი მესამედ გამოიჩინა. ამჯერად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „ალტახის“ კარი აიღო და ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სტუმრები მე-11 წუთზე დააწინაურა, როდესაც პენალტი ზუსტად შეასრულა. მასპინძლებმა ანგარიში მე-15 წუთზე გაათანაბრეს. დარჩენილ დროში გოლი არ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. კიტეიშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს. „შტურნს“ 32 ქულა აქვს და 4 ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერ „ზალცბურგს“.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში “ყარაბაღმა” შინ “ქიაფაზს” 3:1 მოუგო. გამარჯვებულთა კარში ორი ტაიმი ლუკა გუგეშაშვილი იდგა. “ქიაფაზში” გიორგი ქანთარიამ და მათე კვირკვიამ შეუცვლელად ითამაშეს.