„სლოვანის“ მძიმე მარცხი „ზლინთან“

0
35

ბრატისლავას „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად „ზლინთან“ 1:4 წააგო.
ბრატისლაველთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა. კანკავამ 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„სლოვანმა“ საწყის 35 წუთში სამი გოლი გაუშვა, ხოლო მეოთზე ბურთი თავის კარში 81-ე წუთზე მიიღო. აღსანიშნავია, რომ ის ერთი ბურთი, რომელიც მასპინძლებმა გაუშვეს ასევე „ზლინის“ ფეხბურთელის ანგარიშზე. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 35 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-11 ტურში „პანეტოლიკოსი“ შინ „ლევადიაკოსს“ დაუზავდა – 0:0. მასპინძლებში გარემარბმა ლევან შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა და მე-18 წუთზე გააფრთხილეს. „პანეტოლიკოსი“ 13 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა.