„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო.
ჯენარო გატუზო გაწვრთნილი გუნდი მე-12 ტურში შინ „ბარსელონას“ შეხვდა და ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში გაშვებული გოლით დამარცხდა.
მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ერთ ეპიზოდში ფეხით არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რის გამო „ბარსელონამ“ იერიში წამოიწყო, მაგრამ შესვენებამდე მასთან პირისპირ დარჩენილ ანსუ ფატის დარტყმული ბურთი მოიგერია. მე-18 წუთზე ურუგვაელმა კავანიმ ტრავმის გამო მოედანი დატოვა.
შესვენების შემდეგ მამარდაშვილს დიდი ჯაფა არ დადგომია, რადგან სტუმრები ძალიან უკბილოდ უტევდნენ. მეტიც, „ვალენსიას“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლინომ გოლიც გაიტანა, მაგრამ ბურთი ხელზე მის თანაგუნდელ მარკოს ანდრეს ხელზე შეეხო და მსაჯმა რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ, საჯარიმო დარტყმა დანიშნა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე რაფინიამ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში გაბრიელ პაულისტას ზურგსუკან გახსნილ ლევანდოვსკის, რომელმაც ახლო მანძილიდან ნახტომში ერთი შეხებით გაიტანა.
„ვალენსიამ“ სახლში ზედიზედ ორი მატჩი წააგო, ხოლო მანამდე თითო მატჩი შინ და გარეთ ფრედ დაასრულა. “ღამურები” 15 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე არიან.





