მიქელთაძის და დარცმელიას პირველი მარცხი სეზონში

0
36

„ნიუკასლ ჯეთსი“, რომელშიც ბექა მიქელთაძე და ბექა დარცმელია გამოდიან, მიმდინარე სეზონში ავსტრალიის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა. მე-4 ტურში ნიუკასლელები სტუმრად „ვესტერნ სიდნეი უონდერერს“ შეხვდნენ და ორი უპასუხო ბურთი გაუშვეს.
ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტოში მხოლოდ ნახევარმცველი დარცმელია იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ფორვარდი მიქელთაძე მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა. მან მიკრო ტრავმის გამო წინა ტური გამოტოვა.
22 წლის დარცმელია გუნდს ამ სეზონის წინ შეუერთდა და 3 ეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, ხოლო 24 წლის მიქელთაძე მეორე სეზონია „ნიუკასლ ჯეთსში“ თამაშობს და 2 მატჩში მეტოქის კარი ერთხელ აიღო.