ლაკვეხელიანის საგოლე პასი უნგრეთში

0
45

„მეზიოკიოვეშდმა“, რომელშიც ლუკა ლაკვეხელიანი გამოდის, უნგრეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „კიშვარდასთან“ საშინაო მატჩში ქულა გადაარჩინა და ამაში თავის წვლილი ქართველმა მარცხენა მცველმაც შეიტანა.
სტუმრები 54-ე წუთზე ილიევსკიმ დააწინაურა. ლაკვეხელიანი სასტარტოში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. მან მოედანზე შესვლიდან ორ წუთში მარცხენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ბობალს, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა.
ლაკვეხელიანმა მიმდინარე სეზონში „მეზიოკიოვეშდში“ მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, რაც იმის ბრალია, რომ მძიმე ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. „მეზიოკოვეშდი“ 13 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.