„შალკეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
51

გელზენკირხენის „შალკეს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, „შალკეს“ ტომას რაისი უხელმძღვანელებს, რომელმაც გასულ კვირაში დათხოვნილი ფრანკ კრამერი შეცვალა.
რაისს ახალ გუნდში მარკუს გელხაუსი დაეხმარება. ისინი ერთად „ბოხუმში“ მუშაობდნენ, რომელიც 2020-2021 წლების სეზონში პირველ ბუნდესლიგაში დააბრუნეს. თუმცა, მიმდინარე სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ორივე დაითხოვეს.
რაისმა გელზენკირხენელებთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა.
„შალკემ“ 11 მატჩში 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლო მე-18 ადგილზეა.