ხავი: „ფეხბურთი ჩვენს მიმართ ძალიან მკაცრი აღმოჩნდა“

0
52

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ხავის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მისი გუნდის წინააღმდეგ ბევრი ფაქტორი მოქმედებდა. მან ამის შესახებ ჯგუფური ტურნირის მე-5 ტურში შინ „ბაიერნთან“ 0:3 წაგების და 1/8-ფინალში ვერგასვლის შემდეგ განაცხადა.
„კენჭისყრის დროს ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩვენს წინააღმდეგ ბევრი რამ იყო. ფეხბურთი ჩვენს მიმართ ძალიან მკაცრი აღმოჩნდა. მანამდე, რთულ წუთებში ყოველთვის ვიბრძოდით, მაგრამ ამჯერად ეს არ გამოგვივიდა.
სეზონი ოქტომბერში არ მთავრდება და წინ კიდევ ბევრი ჯილდოა, რომელთა მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ჩემპიონთა ლიგიდან ასე გავარდნა ძალიან საწყენია, მაგრამ თუ ჩვენს მიერ მანამდე ჩატარებულ მატჩებს გავაანალიზებთ. დაონახავთ, რომ მეტს ვიმსახურებდით“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ვებგევრდი.