პოზნანის „ლეხმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში სტუმრად ქულა ვენის „აუსტრიასთან“ აიღო – 1:1.
კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო წიტაიშვილი მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. პოლონელებიდან 48-ე წუთზე ანგარიში იშაკმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან 69-ე წუთზე საპასუხო ბურთი კელესმა გაიტანა.
C ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლიდერმა „ვილიარეალმა“ შინ ბეერ შევას „ჰაპოელს“ ვერ მოუგო – 2:2.
„ვილიარეალს“ 13 ქულა აქვს, ხოლო „ლეხი“ 6 ქულით მეორე ადგილზეა. „ჰაპოელი“ 4 ქულით მესამეა, „აუსტრია“ 1 ქულით ბოლოა.
ბოლო ტურში „ლეხი“ „ვილიარეალს“ უმასპინძლებს, „ჰაპოელი“ კი – „აუსტრიას“.





