27 ოქტომბერს, ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, ჩეხური “სლოვაცკოს” და გერმანული “კიოლნის” მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება.
“სლოვაცკოს” და “კიოლნის” დაპირისპირება თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.





