„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია

0
39

ლონდონის „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავიდა. ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ლონდონელები სტუმრად „ზალცბურგს“ შეხვდნენ და 2:1 მოიგეს. ინგლისელები 23-ე წუთზე წინ კოვაჩიჩმა გაიყვანა, ხოლო ავსტრიელებმა ადამუს გოლით უპასუხეს, 64-ე წუთზე ჰავერცმა მასპინძლების კარი მეორედ აიღო და საბოლოოდ, თავის გუნდს პლეი-ოფში თამაში გაუნაღდა. 8 სექტემბერს გრემ პოტერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, „ჩელსის“ ყველა ტურნირში არცერთი თამაში წაუგია – 6 გამარჯვება და 3 ფრე. ლონდონელები 10 ქულით E ჯგუფში პირველ ადგილზე არიან, „ზალცბურგი“ 6 ქულით მესამე პოზიციაზეა.
მეორე ადგილზე 7 ქულით „მილანია“, რომელმაც სტუმრად ზაგრების „დინამო“ 4:0 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან თავი გაბიამ, რაფაელ ლეაომ, ჟირუმ და ლუბიჩიჩმა გამოიჩინეს. ზაგრებელები 4 ქულით ჯგუფის აუტსაიდერები არიან.