კვარაცხელია პირველად არ ათამაშეს – „ნაპოლის“ ახალი რეკორდი

0
30

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ, იტალიური გუნდის შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში პირველად არ ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტი ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში გლაზგოს „რეინჯერსთან“ საშინაო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების გარემარბის გარდა, ასევე ნიგერიელი ვიქტორ ოსიმხენი და ზამბო ანგისა დაასვენა, ხოლო პიოტრ ზელინსკი მოედანზე თამაშის მიწურულს გავიდა.
ამის მიუხედავად, მასპინძლებს სამი ქულის აღება არ გაჭირვებიათ და მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯოვანი სიმეონე გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ის მამამის დიეგო სიმეონეს შემდეგ, მეორე არგენტინელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ საწყოს ოთხ მატჩში ოთხი გოლი მიითვალა.
სიმეონემ ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა, როდესაც დი ლორენცომ კარგ პასი მეტოქის საჯარიმოში ხელსყარელ პოზიციაზე გაიყვანა. მე-16 წუთზე მატვხენა ფლანგიდან მარიო რუის ჩაწოდების შემდეგ, არგენტინელმა ამჯერად თავით დაარტყა ზუსტად. 89-ე წუთზე წერტილი ნორვეგიის ნაკრების მცველმა ოსტეგორმა დასვა, რომელმაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ სადებიუტო შეხვედრაში თავით გაიტანა.
„ნაპოლიმ“ ჯგუფში ზედიზედ 5 თამაში მოიგო და პირველ ადგილზეა. იტალიელებს ბოლო მატჩი 2 ნოემბერს სტუმრად „ლივერპულთან“ ელოდებათ, სადაც 0:3 თუ არ წააგებენ, 1/8-ფინალში პირველი ადგილიდან გავლენ. გარდა ამისა. “ნაპოლიმ” ყველა ტურნირში მიჯრით 12-ჯერ გაიმარჯვა და 1986 წელს დამყარებული რეკორდი (11 მოგება) გააუმჯობესა, როდესაც გუნდში დიეგო მარადონა თამაშობდა.
“ნაპოლი” მესამე იტალიური გუნდია “მილანის” (1992-1993) და “იუვენტუსის” (2004-2005) შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საწყისი 5 მატჩი მოიგო.
A ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ლივერპულმა“ სტუმრად „აიაქსს“ 3:0 აჯობა დ 12 ქულით მეორე ადგილზეა. ინგლისელებიდან 42-ე წუთზე ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა, ხოლო დარვინ ნუნიესმა 49-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა, 52-ე წუთზე მერსისაიდელებიდან თავი ელიოტმა გამოიჩინა. „აიაქსი“ 3 ქულით მესამეა, ხოლო ბოლოადგილოსან „რენკერსს“ ქულა არ აუღია.