უნაი ემერი ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ახალი მთავარი მწვრთნელია, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 50 წლის ესპანელი სპეციალისტი თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველი ნოემბრიდან შეუდგება, როდესაც დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზას მიიღებს. ის წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ემერი 2020 წლიდან „ვილიარეალს“ ხელმძღვანელობდა და შარშან ევროპა ლიგაც მოაგებინა. მან სამუშაო ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო. ემერიმ „ასტონ ვილაში“ სტივენ ჯერარდს შეცვლის, რომელიც გასულ კვირაში დაითხოვეს.
ესპანელი 2018-2019 წლებში ლონდონის „არსენალს“ ავარჯიშებდა, რომელიც ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც თანაქალაქელ „ჩელსისთან“ დამარცხდა.




