17-წლამდელები ევროშესარჩევს ისრაელთან მატჩით იწყებენ

0
58

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელა ნაკრებმა, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის დაწყებამდე ბოლო ვარჯიში გუშინ გამართა.
დღეს, 18:00 საათზე, გიორგი ხიზანიშვილის გუნდი მესამე ჯგუფის პირველ მატჩს რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, ისრაელის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
აკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ასაკობრივი გუნდი ისრაელის გარდა, ინგლისსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მომავალი წლის გაზაფხულზე ელიტ რაუნდში ითამაშებენ.
25 ოქტომბერი | საქართველო V ისრაელი | 18:00
28 ოქტომბერი | საქართველო V ინგლისი | 18:00
31 ოქტომბერი | საქართველო V ლიეტუვა | 18:00
საქართველოს 17 წლამდე ნაკრების შემადგნელობა:
მეკარეები: 
სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), მათე საური (დინამო თბილისი).
მცველები: დავით ქელდიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), ლუკა შაშიაშვილი (დინამო თბილისი), თორნიკე მინდიაშვილი (ჰორტა, ესპანეთი), ნიკა ბენდიანიშვილი (დინამო თბილისი), გიგი გოგია (ფლიტვუდ თაუნი, ინგლისი), რატი გრიგალავა (დინამო თბილისი), გიორგი გოგატიშვილი (ლოკომოტივი თბილისი).
 ნახევარმცველები:ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი (საბურთალო), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ავთო მაშავა (დინამო თბილისი), დანიელ ქვარცხავა (საბურთალო), გიორგი გოგსაძე (საბურთალო), საბა სამუშია (დინამო თბილისი), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი), ვახო სალია (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი), გიორგი ხინთიბიძე (კოლხეთი 1913).