„ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მოულოდნელად წასული უნაი ემერის 64 წლის ესპანელი სპეციალისტი კიკე სეტიენი შეცვლის, იუწყება გამოცემა Marca.
სეტიენთან ერთად „ვილიარელის“ გაწვრთნის კანდიდატი მარსელინო ტორალიც იყო, მაგრამ ის ლუის ენრიკეს გადწყვეტილებას დაელოდება ესპანეთის ნაკრებში მუშაობის გაგრძელება-არგაგრძელების თაობაზე.
სეტიენი უმუშევარი 2020 წლის აგვისტოდან იყო, როდესაც მისი ხელმძღვანელობით „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „ბაიერნთან“ 2:8 დამარცხდა.
კატალონიელთა გაწვრთნამდე, კიკე :ლოგრონიესს“, „ლუგოს“, „ლას პალმასს“ და „ბეტისს“ ავარჯიშებდა.



