მამარდაშვილმა სევილიადან ქულა წაიღო

0
61

“ვალენსიამ”, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, სტუმრად “სევილიასთან” დაძაბულ ბრძოლაში ქულა აიღო. არადა, ჯენარო გატუზოს გაწვრთნილებს გამარჯვებაც შეეძლოთ მატჩის ბოლო წუთზე პენალტი რომ გამოეყენებინათ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა და პირველ ტაიმში თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. მე-6 წუთზე ფულკიეს გადაცემის მერე, ანგარიში ურუგვაელმა ედისონ კავანიმ გახსნა, რომელმაც ზედიზედ ორ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს “სევილიას” უპირატესობა გამოიკვეთა და ერთ ეპიზოდში ვალენსიელები გოლის გაშვებისგან ზედა ძელმა იხსნა.
მეორე ტაიმში ხორხე სამპაოლის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და საპასუხო ბურთი რომ გაიტანა ლოგიკური იყო. 86-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა კიეკ სალასმა მოიგო, ხოლო ერიკ ლამელამ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.
მსაჯმა შეხვედრას 7 წუთი დაამატა, თუმცა, საბოლოოდ თამაში 105 წუთი გაგრძელდა. 95-ე წუთზე ჯასტი კლუვერტმა მოედნის ცენტრში სევილიელთა მცველს აჯობა და საჯარიმოსთან მიახლოებული პაპუ გომესმა წააქცია, მაგრამ ფეხზე მაინც წამოდგა, რასაც გადაცემა მიაყოლა პარტნიორის მისამართით. რომელიც სალასმა წააქცია. არბიტრმა თავდაპირველად პაპუ გომესი გააძევა, მაგრამ რეფერის ვიდეოასისტენტზე გადამოწმების მერე, “წითელი” გააუქმა და პენალტი დანიშნა, ხოლო მოედნიდან სალასი გააძევა. გაიას დარტყმული პენალტი ბონომ მოიგერია.
“ვალენსიამ” მიჯრით მეორე ფრე ითამაშა და 14 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.