16-წლამდელებმა ჩერნოგორია დაამარცხეს

0
14

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ჩერნოგორიის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე გიორგი მჟავანაძის გოლით – 1:0 დაამარცხა.
მარცხენა ფლანგიდან ანდრია ხოროიშვილის გარღვევას და საჯარიმოში ჩაწოდებას მჟავანაძე ზუსტად დახვდა და ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა. გიორგი ჩიტაურის გუნდი, მომდევნო მატჩს ისევ ჩერნოგორიის წინააღმდეგ 20 ოქტომბერს ჩაატარებს.
18-წლამდეელებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე აზერბაიჯანს უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით – 2:1 დამარცხდნენ. ვასილ მაისურაძის გუნდიდან, ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.