ხოჭოლავას ფრე პრინციპულ დერბიში

0
33

“კოპენჰაგენი”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის, თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქე “ბრონდბიუს” სტუმრად დაუზავდა – 1:1. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან ანგარიში მე-10 წუთზე ომოიაჯუნფომ გახსნა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე “კოპენჰაგენიდან” საპასუხო ბურთი ბარდგჰჯიმ გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი “კოპენჰაგენი” 17 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ბაქოს “ნეფთჩიმ” სტუმრად “ქიაფაზს” 2:0 აჯობა. საქაართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვერკველიამ გამარჯვებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლების სასტარტოში გიორგი ქანთარია და მათე კვირკვია იყვნენ, ხოლო მალხაზ ერგემლიძე თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. კვირკვია 84-ე წუთზე შეცვალეს. “ნეფთჩი” 22 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა, ხოლო “ქიაფაზი” 4 ქულით მერვეა.