კვარაცხელიას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი ლოჩოშვილის გუნდთან

0
37

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა, ხოლო მისმა „ნაპოლიმ“ მე-7 გამარჯვება მიითვალა.
ნეაპოლელები მე-9 ტურში სტუმრად „კრემონეზეს“ შეხვდნენ, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი გამოდის და 2:1 გაიმარჯვეს.
ორივე ქართველი ლეგიონერი თავისი გუნდების სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს
29-ე წუთზე, კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და სემიცოლამ წააქცია, ხოლი მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი პოლიტანომ გამოიყენა. პირველ ტაიმში კვარაცხელიას გოლის გატანა თავად შეეძლო, მაგრამ პარტნიორის პასის მერე კრემონელთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩენილმა არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ გადაცემის შემდეგ, რასპადორიმ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ რადუს ბურთი ვერ ააცილა.
ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში, ასკასიბარმა სტუმართა კარის მიმართულებით დაარტყა და კარგი პასი გამოუვიდა დესერსის მიმართ, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. 76-ე წუთზე მარიო რუიმ მარცხენა ფლანგიდან მოწინააღდეგის საჯარიმოში ჩააწოდა და ჯოვანი სიმეონემ თავით გაიტანა. „ნაპოლიმ“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებმა სტუმრად „კრემონეზე“ პირველად დაამარცხეს.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კვარაცხელია სტუმართა მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, მაგრამ არ დაარტყა და პასი ლოსანის მისცა, რომელმაც მასპინძლები კარი მესამედ აიღო.
96-ე წუთზე ნეაპოლელებმა კუთხური გაითამაშეს და მარჯვნიდან დი ლორენცოს  ჩაწოდების შემდეგ ოლივერიამ „კრემონეზე“ კარი თავით აიღო – მან სერია A-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
21 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი “გამოიმუშავა”.