„საბურთალომ“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო

0
38

თემურ შალამბერიძის მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ, „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. 29-ე ტურში თბილისელებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში „გაგრა“ მიიღეს და 2:1 დაამარცხეს.
შეხვედრის მე-9 წუთზე ლევან ნონიკაშვილმა მოედნის ცენტრიდაან გაკეთებული პასით სტუმართა მთელი დაცვა მოჭრა და მეკარესთან პირისპირ საბა მამაცაშვილი დატოვა, რომელმაც შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0. სხვათა შორის, ბურთი გაგრელთა კარის ბადეში გაძვრა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა თითქოს გოლი არ გასულა.
52-ე წუთზე „საბურთალოს“ მეკარემ ნოდარ მეგრელიშვილმა მასთან ერთი-ერთზე დარჩენილი ნოდარ ლომინაძე წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი თამაზ მაქაცარიამ გამოიყენა – 1:1.
83-ე წუთზე, გურამ გოშთელიანის პასის შემდეგ, დაახლოებით 20 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და ლამაზი გოლით მასპინძლებს 3 ქულა მოუტანა,
„საბურთალომ“ თავი 43 ქულას მოუყარა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი „გაგრა“ 26 ქულით მეცხრეა.