
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში „ქართული დერბი“ შედგა – „ბორდომ“, სადაც ზურიკო დავითაშვილი გამოდის გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან ორივე სასტარტოში იყო. გარემარბი დავითაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ფორვარდმა მიქაუტაძემ სრულად ითამაშა.
„ბორდო“ 23 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს, ხოლო „მეცი“ 14 ქულით მე-9 ადგილზეა.




