გამოჯანმრთელებულმა ოთარ კიტეიშვილმა გრაცის “შტურმში” ავსტრიის ბუნდესლიგის შემდეგ, უკვე ევროპა ლიგაშიც ითამაშა. F ჯგუფის მე-3 ტურში გრაცელებმა რომის “ლაციო” მიიღეს და თანაბარ თამაშში გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო. ამ დროისთვის “შტურმი” კაცნაკლული იყო, რადგან გზიბეგიჩმა 81-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. თავის მხრივ “ყვითელს” ვერც ქართველი ფეხბურთელუ გადაურჩა, რომელიც მსაჯმა მოედნის ცენტრში მეტოქის შეტევის აკრძალური ხერხით ჩაშლისთვის გააფრთხილა. აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილმა ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშა, ხოლო ავსტრიის ჩემპიონატში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა.
“შტურმი” 3 ქულით F ჯგუფში ბოლო ადგილზეა. თუმცა, ლიდერ “ფეინოორდს”, მეორე ადგილზე მყოფ დანიის “მიდტიულანდს” და “ლაციოსაც” ამდენივე ქულა აქვთ, უბრალოდ ავსტრიელებს გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით სჯობნიან.





