ხაბი ალონსო ლევერკუზენის „ბაიერს“ გაწვრთნის

0
34

ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ხაბი ალონსო დანიშნეს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 40 წლის ესპანელმა სპეციალისტმა შვეიცარიელი ხერარდო სეოანე შეცვალა და ლევერკუზენელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
ხაბი ალონსო მეორე ესპანელია, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში გუნდის თავკაცად იმუშავებს. პირველი პეპ გვარდიოლა იყო – 2013-2016 წლებში მიუნხენის „ბაიერნს“ ხელმძღვანელობდა.
ალონსო კარიერის განმავლობაში „რეალ სოსიედადში“,  „ლივერპულში“, მადრიდის „რეალში“ და მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა.
ის „ბაიერში“ დანიშვნამდე მადრიდის „რეალის“ 14-წლამდელებს და „რეალ სოსიედადის“ მეორე გუნდს ავარჯიშებდა.