ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ მისი ოცნება ახდა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს და გოლიც გაიტანა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში A ჯგუფში სტუმრად „აიაქსთან“ 6:1 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც კარიერაში პირველად ნახსენებ ტურნირში მეტოქის კარი აიღო.
„ჩემი ოცნება ახდა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობ და დღეს გოლი გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მოიგო. „აიაქსმა“ არცთუ კარგად ითამაშა, მაგრამ ეს კარგი გუნდია, რომელსაც კარგი მოთამაშეები ჰყავს. მათ ბრძოლა უნდა გააგრძელონ და წარმატებას ვუსურვებ.
დი ლორენცო საუცხოო ადამიანი, კაპიტანი და ფეხბურთელია. მან მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა, რადგან „ნაპოლისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა“- იუწყება საქართველოს ნაკრების 21 წლის გარემარბის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.





