„ინტერმა“ „ბარსელონას“ სძლია, „ბაიერნის“ რეკორდები

0
32

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში მილანის „ინტერმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი ჩალხანოღლუმ გაიტანა, რომელმაც პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად და რაც მთავარია ზუსტად დაარტყა – 1:0.
67-ე წუთზე პედრიმ ანგარიში გაათანაბრა და თავდაპირველად მსაჯმა გოლი ჩათვალა. თუმცა, რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ დააფიქსირა, რომ პედრის ბურთი მას მერე მიუვიდა, რაც ხელში ანსუ ფატის მოხვდა და ამიტომ, გოლი გააუქმა. “ინტერმა” “ბარსა” 2010 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.
„ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად გოლი ზედიზედ სამ მატჩში არ გაუტანია, რაც მანამდე ამ გუნდის ისტორიაში არ მომხდარა. ხავის თავკაცობით კატალონიელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ჩატარებული 5 შეხვედრიდან 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
C ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ შინ პლზენის „ვიქტორია“ 5:0 გაანადგურა. გერმანელებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ 31 მატჩი არ წაუგია, რაც ტურნირის რეკორდია. გარდა ამისა, მიუნხენელებმა ჯგუფურ ეტაპზე მიჯრით მე-10 თამაში მოიგეს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.
„ბაიერნი“ 9 ქულით ჯგუფის ლიდერია, „ინტერი“ 6 ქულით მეორეა, „ბარრსელონა“ 3 ქულით მესამე, ხოლო უქულო „ვიქტორია“ ბოლოა.