სიომინი: „კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაში ვერავინ შეედრება“

0
45

მოსკოვის „ლოკომოტივის“ და კიევის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის იური სიომინის აზრით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხვიჩა კვარაცხელიას ვერავინ შეედრება. მან ამის შესახებ „ნაპოლის“ მიერ სტუმრად ამსტერდამის „აიაქსთან“ 6:1 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარემარბმა ერთი გოლი გაიტანა.
„ამჟამად, ხვიჩა მოთამაშეა, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს, ხოლო მისი „ნაპოლი“ ყველაზე მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს. ეს გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული. თავად ხვიჩაც ამ საუცხოო გუნდში დიდ როლს თამაშობს.
მის კოზირებს – „მოტყუებას“ და დარტყმას ნეაპოლელები 100 პროცენტით იყენებენ. მას ვერავინ შეედრება. პლუს, ის დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. ჩემი აზრით, მან ადაპტაცია გაიარა. თუმცა, მისგან ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტს ითხოვენ. ხვიჩა „ნაპოლის“ გულშემატკივრების კერპი უკვე გახდა. ის შედეგი რაც მას ამჟამად აქვს მისალოცია“ – განაცხადა სიომინმა sport-express.ru-სთან საუბარში.