ფედერიკო ვალვერდე ესპანეთის ლა ლიგაში სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მიმდინარე თვეში მადრიდის „რეალმა“ 3 მატჩი მოიგო, რომლებშიც ურუგვაის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა/
24 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის ვებგვერდზე გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში რობერტ ლევანდოვსკის („ბარსელონა“), სამუ კასტილეხოს („ვალენსია“), ლუის ფელიპეს („ბეტისი“), ბრაის მენდესს („რეალ სოსიედადი“) და ნიკო უილიამსს („ატლეტიკო“) აჯობა.





