ყაზანის „რუბინის“ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სწორ მომენტში და საუცხოო ლიგაში წავიდა.
„რუბინში“ ჩატარებული პირველი წარმატებული სეზონის შემდეგ მის ირგვლივ ბევრი ჭორი იყო და ზოგიერთ კლუბს მართლაც აინტერესებდა. რომელიღაც კლუბები ფასმა შეაშფოთა. ის იაფი ფეხბურთელი არაა. ვფიქრობ, მისი ფასი ნორმალური იყო. თუმცა, ხვიჩა ახალგაზრდა მოთამაშე იყო და ფანტასტიკური სტატისტიკა არ ჰქონია – მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ვფიქრობ, მის შესაძლებლობაში ეჭვი ბევრ კლუბს ეპარებოდა. მაგალითად, „ტოტენჰემს“.
როგორც წესი ისეთი მოთამაშე გჭირდება, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში დააყენო. ცხადია, კლუბებს ეჭვი ეპარებოდათ ხვიჩაში და მის შედეგიანობაში, დაცვაში თამაშში.
მაგალითად, რუსეთში ხვიჩას მსგავს „კაშკაშა“ მოთამაშეებს ყოველი მცველი ცდილობს მაშინვე „მოცელოს“. ჩვენი მსაჯები თამაშს ყოველთვის კარგად არ აკონტროლებენ. მაგალითად, „მილანთან“ შეხვედრის დროს ხვიჩას წინააღმდეგ პირველივე უხეში თამაშის შემდეგ მსაჯმა მცველს ყვითელი ბარათი აჩვენა. ყველა მის სანახავად მიდის და არა ორთაბრძოლების ან „ბინძური“ ფეხბურთელების სანახავად.
სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ და მას ვუთხარი: „უნდა წახვიდე, რათა კიდევ განვითარდე“. მე ინგლისში, ჰოლანდიაში და რუსეთის ნაკრებში ვმუშაობდი. ამიტომ, ვიცი, რომ ფეხბურთელს ექსტრა-მოტივაცია ჭირდება. თუ გუნდში საუკეთესო ხარ, მაშინ ის უნდა შეიცვალო – ეს ძალიან მარტივი წესია. მიმაჩნია, რომ ხვიჩა სწორე მომენტში, სწორ კლუბში, საუცხოო მწვრთნელთან და ლიგაში წავიდა. ის დაუჯერებლად ბედნიერია და განვითარება სურს, რომ თავი ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინოს. იგი ზღაპარში მოხვდა და ძალიან ბედნიერია“ – თქვა სლუცკიმ sport-express.ru-სთან.





