ყაზანის „რუბინის“ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია მომავალში „ოქროს ბურთის“ ნომინანტი გახდეს.
„ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყოველი ვარჯიშის შემდეგ მას ბევრს ვესაუბრებოდი ორთაბრძოლების, ტრავმების, რეაქციების, ხასიათის, ასევე თავისი თვისებების გამოყენების შესახებ.
თუ სპალეტის მისი სუსტი მხარეების შესახებ ჰკითხავთ, ის მაშინვე დაცვაში თამაშს აღნიშნავს. თუმცა, ჩემი აზრით ამჟამად ხვიჩა ამ კომპონენტში გაცილებით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მაშინ როდესაც ერთად მუშაობას ვიწყებდით. იმ დროს იგი დაცვაში არ მუშაობდა. ახლა შეუძლია ზონები ჩაკეტოს, ზოგჯერ ბურთის ართმევაზე ითამაშოს და საჭირო ზონებში გადაადგილდეს. მან თამაში უფრო ჭკვიანურად დაიწყო. უკვე. ხვიჩა ხშირად ბურთს ერთი შეხებით თამაშით და მეტოქის დაჯარიმებით ინარჩუნებს. დღესდღეობით, ის პრინციპულად სხვა დონეზე თამაშობს.
მის მიერ „ნაპოლიში“ ჩატარებული ყველა მატჩი ვნახე და თითოეული შეხვედრის შემდეგ ტელეფონით ვსაუბრობთ, შეტყობინებეს ვუგზავნით და მომენტებს ვაანალიზებთ. დიახ, სპალეტი მთავარია, ხოლო უბრალოდ ვცდილობ ხვიჩას გვერდიდან დავეხმარო.
ვფიქრობ, მომავალში მას შეუძლია „ოქროს ბურთის“ ნომინანტი გახდეს. ხვიჩას შეუძლია შეტევაში მრავალფეროვანი იყოს და მისი მოქმედებების წინასწარ განსაზღვა შეუძლიებელია. ის ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და შეუძლია დაცვაში თამაში მოუმატოს.
მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთის ნამდვილი ფანია და ძალიან დიდი პროფესიონალია. ჩვენ როდესაც ერთად მუშაობა დავიწყეთ, იგი ჯერ ბავშვი იყო, ხოლო ფეხბურთი მისთვის მაღაზიაში სათამაშოებით თამაში იყო. თუმცა, ახლა ყოველთვის ფიზიოთერაპევტთან მუშაობს და პროფესიონალურ პროგრამას იღებს. ის მოედანზე ახლაც ბავშვია, რომლისთვის ფეხბურთი პირველი სიყვარულია. ჩემი აზრით, ხვიჩას შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდეს. რატომაც არა?“ – განაცხადა სლუცკიმ sport-express.ru-სთან საუბარში.





