სიომინი: “რუსეთში კვარაცხელიას ნიჭი ვერ შეამჩნიეს“

0
59

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ იური სიომინს მიაჩნია, რომ რუსეთში ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭი სათანადოდ ვერ შეაფასეს. მან ამის შესახებ sport-express.ru-სთან ისაუბრა.
„ხვიჩა საქართველოს ნაკრებში წავიდა და ძალიან შედეგიანი იყო. მან თავისი სახელი მაღალ დონეზე ისევ წარმოაჩინა. მას დიდი პოტენციალი აქვს. ხვიჩამ დაცვაში თამაში უკეთესად დაიწყო. მწვრთნელები მისი ნაკლის აღმოფხვრაზე მუშაობენ. ის ყოველ მატჩში რომესაც ნაკრებში თუ კლუბში ატარებს მაქსიმალურ შედეგს აჩვენებს. უნდა „მოგენდომებინა“, რომ ჩვენთან მისი ნიჭი ვერ შეგემჩნია“ – თქვა სიომინმა.
კვარაცხელიამ ერთა ლიგაში ჩატარებულ 6 მატჩსი 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლა პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა დააგროვა და C ლიგაში საუკეთესო შედეგის ჩვენებასთან ერთად, B ლიგის საგზური მოიპოვა.