კობიაშვილმა კაშიას ნაკრებში მე-100 მატჩის ჩატარება მიულოცა

0
29

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე გურამ კაშიას მიერ ჩვენი ქვეყნის ნაკრებში მე-100 შეხვედროს ჩატარებას გამოეხმაურა და კაპიტანს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
“გურამ კაშიამ ეროვნული ნაკრების მაისურით 100 მატჩი ითამაშა და რეკორდსმენების რიგებს შეუერთდა. მადლობა კაპიტანს და ჩვენი გუნდის ახალ რეკორდსმენს. წარმატებები მომდევნო შეხვედრებში საქართველოს ნაკრებთან ერთად!” – დაწერა კობიაშვილი.
საქართველოს ნაკრების ისტორიაში კაშია მესამე ფეხბურთელია კობიაშვილის და ჯაბა კანკავას შემდეგ, რომელმაც 100 თამაში ჩაატარა.