ინგლისის ეროვნული ნაკრების ერთა ლიგის B ლიგაში გავარდა. A ლიგის მე-3 ჯგუფის ბოლოსწინა ტურში გარეთ საუთგეითის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად იტალიას შეხვდა და 0:1 წააგო.
მასპინძლებიდან 68-ე წუთზე ერთადერთი გოლი „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა რასპადორიმ გაიტანა. ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ინგლისელებმა 5 შეხვედრიდან 3 წააგეს, ხოლო 2 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს. ბრიტანელებმა 2014 წლის შემდეგ პირველად ზედიზედ 5 თამაში ვერ მოიგეს.
ჯგუფის ლიდერი უნგრეთია, რომელმაც სტუმრად გერმანია სალაის მიერ მე-17 წუთზე ქუსლით გატანილი ძალიან ეფექტური გოლით დაამარცხა და 10 ქულა აქვს. იტალია 8 ქულით მეორეა და პლეი-ოფის საგზურის ბედი სწორედ ამ გუნდებს შორის 26 სექტემბერს უნგრეთში გასამართ დაპირისპირებაში გადაწყდება. გერმანია 6 ქულით მესამეა, ხოლო ინგლისი 2 ქულით ბოლოა.





