ბოსნიის ნაკრები A ლიგაში დაწინაურდა

0
52

ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული გუნდი ერთა ლიგის A ლიგაში აღზევდა. B ლიგის მე-3 ჯგუფის მე-5 ტურში შეხვედრაში ბოსნიელებმ ჩერნოგორიას უმასპინძლეს და 1:0 გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე დემიროვიჩმა გაიტანა.
ბოსნიელებმა 11 ქულა დააგროვეს და ბოლო ტურის წინ მე-2 ადგილზე მყოფ ჩერნოგორიას 4 ქულით ასწრებენ. მე-3 პოზიციაზეა ფინეთია 5 ქულით, ხოლო რუმინეთი 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბოსნიელებს სტუმრად 1:0 ბუდუ ზივზივაძის მიერ 49-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.