ვან გაალის შთამბეჭდავი წაუგებელის სერია ნიდერლანდების ნაკრებში

0
41

ერთა ლიგის A ლიგის მე-5 ტურში ნიდერლანდების ნაკრების სტუმრად პოლონეთს შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა. სტუმრები მე-13 წუთზე ძალიან ლამაზი კომბინაციის შემდეგ გაკპომ წინ გაიყვანა, ხოლო მე-60 წუთზე პოლონელების კარი ბერგვაინმა აიღო. თამაშის მსვლელობისას სტუმრებმა ორი ფეხბურთელი იძულებით შეცვალეს – პირველ წუთზე კომპაინერსი დაშავდა, 52-ეზე კი დეპაი.
ლუის ვან გაალის დაბრუნების შემდეგ ნიდერლანდელებმა ზედიზედ 14 თამაში არ წააგეს – 10 გამარჯვება დ 4 ფრე. შეგახსენებთ, რომ 71 წლის სპეციალისტი გასული წლის აგვისტოში ნაკრებს თავის კარიერაში სათავეში მესამედ ჩაუდგა.
აღსანიშნავია, რომ ვან გაალის ხელმძღვანელობით ნიდერლანდები ზედიზედ 31 ოფიციალურ მატჩში არ დამარცხებულა (პენალტების სერია წაგება არ ითვლება). მისი ხელმძღვანელობით ბოლოს გუნდმა 2001 წლის 1 სექტემბერს ირლანდიასთან წააგო.
სხვათა შორის, ამსტერდამის „აიაქსის“ მეკარე რემკო პასვერს პოლონელებთან შეხვედრაში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში დებიუტი 38 წლის ასაკში ჰქონდა.
ნიდერლანდები ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე 9 ქულით ბელგიაა, რომელმაც პარალელურად გამართულ შეხვედრაში შინ უელსს 2:1 აჯობა. ბოლო ტურში ნიდერლანდები ბელგიას უმასპინძლებს და ქულაც ჰყოფნის, რომ ჯგუფი მოიგოს, რაც ავტომატურად A ლიგის ნახევარფინალში თამაშის გარანტიაა.