ხოჭოლავას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
30

„კოპენჰაგენს“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
მიმდინარე სეზონში დანიის სუპერლიგაში გუნდის ცუდი სტარტის შემდეგ, კოპენჰაგენელთა ხელმძღვანელებმა იენს ტორუპი 34 წლის იაკობ ნესტრუპით შეცვალეს.
ნესტრუპი 2019-2020 წლების სეზონში „ვიბორგს“ ავარჯიშებდა, ხოლო გასული სეზონიდან მოყოლებული ტორუპის ასისტენტი იყო.
მოქმედმა ჩემპიონმა „კოპენჰაგენმა“ მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში ჩატარებულ 10 მატჩიდან 6 წააგო და 4 მოიგო – 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.