„ნოტინგემ ფორესტს“, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში წელს დაბრუნდა 23-ე ახლწვეული ჰყავს.
ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით 22 წლის ბოსნიელი მეკარე ადნან კანურიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. ის ბოლოს სამშობლოში „სარაევოს“ ღირსებას იცავდა. მან სარაევოლთა შემადგენლობაში გასულ სეზონში კონფერენს ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა. კანურიჩმა ბოსნიელთა 21-წლამდელთა ნაკრებში 3-ჯერ ითამაშა.
„ნოტინგემს“ პრემიერ ლიგაში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
„ნოტინგემამდე“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატებული ფეხბურთელების რაოდენობით რეკორდსმენი „კრისტალ პალასი“ იყო, რომელმაც 2013 წელს 17 ტრანსფერი განახორციელა.
რაც შეეხება მთლიანად დიდ ბრიტანეთს, რეკორდი „დანდი იუნაიტედს“ ეკუთვნოდა – 2000 და 2001 წელს შოტლანდიელებმა 19-19 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს.
