საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში გამოძახებული საბა საზონოვის მამამ ანდრეი საზონოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ მის შვილს კონკრეტული წინადადებით პირველ საქაართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა და არა რუსეთის.
„პირველი და ყველაზე მთავარი – საბა არასოდეს და არცერთ ვითარებაში რუსეთის ნაკრებში თამაშს არ დათანხმებულა. ინფორმაცია, რომლის შესახებ ამჟამად მიხაილ გალაკტიონოვი და დმიტრი ხომუხა საუბრობენ ტყუილია.
საბას გალაკტიონოვთან არავითარი კონტაქტი ჰქონია. ხომუხა საბასთან ერთად მუშაობდა და მან საუცხოოდ იცის რა დონის ფეხბურთელია. მით უმეტეს, ახლა გასაკვირია მისი საუბარი საბას „არაკეთილსინდისიერების “შესახებ. საბას არასოდეს არავინ მოუტყუებია.
რუსეთის საფეხბურთო კავშირი უფრო ადრე დაგვეკონტაქტა ვიდრე საქართველოს. მაგრამ ეს მხოლოდ პასპორტის და ვიზის მოთხოვნა, ასევე სათამაშო ფორმის ზომის დაზუსტებით შემოიფარგლა. ახალგაზრდულ ნაკრებში არ გამოუძახებიათ. ერთი წლის წინ საბას ვთხოვე გაეგო მას მუდმივად ყველაფერ ამას რატომ თხოვენ, მაგრამ არ იწვევენ. ჩვენ არავითარი პასუხი მოგვცეს.
რუსეთის საფეხბურთო კავშირიდან კონკრეტიკა არ ყოფილა. პირველად კონკრეტული წინადადებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოგვმართა და საბა ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანმა გვითხრა, რომ საბას გუნდში ხილვა სურთ და ეს საკმაოდ ადრე მოხდა.
რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მიერ უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის გამოძახებას რაც შეეხება, საბა შეკრებაში მონაწილეობაზე არ დათანხმებულა. დღევანდელი გამოძახება ფორმალობა იყო. ის მაშინ მოვიდა, როდესაც საბა საქართველოს ნაკრებში თამაშზე დათანხმდა. ამიტომ, რუსეთის ნაკრებში გამოძახება ვიუარეთ“ – იუწყება ანდრე საზონოვის ნათქვამს sport24.ru.
20 წლის ცენტრალური მცველი საზონოვი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ აღზრდილია და პირველ გუნდში ერთხელ ითამაშა. ის 2021 წელს მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, სადაც 14 მატჩი ჩაატარა.




