„ბრაიტონს“ იტალიელი გაწვრთნის

0
32

„ბრაიტონის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. ლონდონის „ჩელსიში“ წასული გრემ პოტერი იტალიელმა რობერტო დე ძერბიმ შეცვალა.
ფეხბურთის 43 წლის იტალიელი სპეციალისტი გასულ სეზონში დონეცკის „შახტარს“ წვრთნიდა. მანამდე, ის „ფოჯას“, „პალერმოს“ და „ბენევენტოს“ ავარჯიშებდა.
პრემიერ ლიგაში დე ძერბის დებიუტი 1 ოქტომბერს სტუმრად „ლივერპულთან“ გასამართ შეხვედრაში შედგება.
„ბრაიტონს“ მიმდინარე სეზონში კარგი სტარტი აქვს და 13 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა – ლიდერ „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება.