„ანკარაგიუჯუმ“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გიორგი ბერიძემ შეიტანა.
ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო, სამ მცველს გაცდა და ზუსტად დაარტყა – 1:0. შესვენებამდე ერთი წუთით ადრე ბერიძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და სოვემ მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი ჯიემ გაიტანა. ბერიძემ, რომელიც თურქეთში სადებიუტო სეზონს ატარებს უკვე სამი გოლი მიითვალა.
7 ტურის შემდეგ „ანკარაგუჯუს“ 4 ქულა აქვს და 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგოლზეა.





