ლევან შენგელიამ საბერძნეთის სუპერლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა. „პანაიტოლიკოსმა“, რომელშიჩ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის შინ აეკ-ს შეხვდა და 0:2 დამარცხდა.
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. მან ბერძნულ გუნდში მეხუთედ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.
„პანაიტოლიკოსს“ 7 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.





