ბათუმელებმა მესამე წრე ლიდერად და მარცხით დაასრულეს

0
56

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ ზესტაფონში მოქმედ ჩემპიო ბათუმის „დინამო“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. კახა ჩხეტიანის გუნდი ზედიზედ 8 შეხვედრაა არ დამარცხებულა – 7 გამარჯვება და 1 ფრე.
მე-13 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლაშა შერგელაშვილმა გადაცემა ბათუმელთა საჯარიმოში მყოფ პარაგვაელ ფორვარდ მაურო კაბალიეროს გაუკეთა, რომელმაც თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა და მიხეილ ალავიძემ ნახტომში სტუმრები გოლის გაშვებისგან იხსნა.
27-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან არაბიძემ კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა კაბალიერომ მოიგო, რის მერე, ბურთი რამდენიმე მცველის გარემოცვაში მყოფ მერაბ გიგაურს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.
30-ე წუთზე, ლევან გეგჭკორმა მარჯვენა ფრთიდან პასი დინამოელთ საჯარიმო მოედანში გახსნილ კაბალიეროს გაუკეთა, რომლის მორიგი თავურის მერე, ალავიძემ „ტორპედოს“ კიდევ უფრო დაწიანურების შესაძლებლობა არ მისცა.
ტაიმის დასრულებამდე დიდი დრო არ რჩებოდა, რომ შერგელაშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და ისევ ალავიძემ იყოჩაღა.
აღსანიშნავია, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ბათუმელებს პირველ ტაიმში მოწინააღმდეგის კართან სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში შერგელაშვილმა ჯარიმის შესრულების დროს მარჯვენა ფრთიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა სადაც მყოფმა პორტუგალიელმა მცველმა პედრო მონტეირომ თავით დაარტყა და „დინამო“ მორიგი გოლისგან ალავიძემ გადარჩინა.
54-ე წუთზე არაბიძემ კარგი პასით კაბალიერო ალავიძეს შეატოვა, მაგრამ სტუმართა მეკარემ დროულად წინ გასვლა და ბურთის მოგერიება მოახერხა.
73-ე წუთზე კაბალიერომ პარტნიორისგან ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მიიღო და მისი დარტყმული ოდნავ უზუსტო აღმოჩნდა.
ბათუმის „დინამოს“ 60 ქულა აქვს და მესამე წრე პირველ ადგილზე დაასრულა, ხოლო „ტორპედო“ 43 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამე პოზიციაზეა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ საგურამოში ბოლნისის „სიონი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
41-ე წუთხე ბოლნისელთა მცველმა თავის საჯარიმოში შოთა შეყილაძე წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი თორნიკე ძებნიაურმა გოლად აქცია – 1:0.
52-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ბოლნისელი ფეხბურთელის ჩაწოდებული ბურთი „ლოკომოტივი“ მცველმა თავის საჯარიმოში უხეიროდ მოიგერია და ნიკა ხორხელმა ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ორ წუთში თემურ ბექაური დაცვაში უხესად შეცდა და მეკარესთან პირისპირ ბიძინა მახარობლიძე გაიყვანა, რომელმაც მასპინძლები ისევ დააწინაურა. თუმცა, 68-ე წუთზე ნიკა ხორხელმა პენალტიდან დუბლი შეასრულა და ანგარიში ისევ გათანაბრდა.
უჩა სოსიაშვილის თავკაცობით „სიონმა“ 28 ქულა დააგროვა და მე-8 პოზიციაზეა, ხოლო ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნის ხელმძღვანელობით 6 ქულით ბოლოა.