ხოჭოლავას პირველი ქულა ჩემპიონთა ლიგაში, ჰოლანდმა “სიტის” მოაგებინა

0
46

„კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯგუფურ ეტაპზე პირველი ქულა აიღო.
G ჯგუფის მეორე ტურში დანიელებმა „სევილია“ მიიღეს და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ხოჭოლავამ პირველ ტურში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ სტუმრად 0:3 წაგებული შეხვედრის მსგავსად, ესპანელებთანაც შეუცვლელად ითამაშა.
„კოპენჰაგენი“ ერთი ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზეა, ხოლო ამდენივე ქულით „სევილია“ მესამე პოზიცაზეა.
ჯგუფის ლიდერი „მანჩესტერ სიტია“, რომელმაც თავის მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიას“ 2:1 სძლია.  სტუმრები 56-ე წუთზე ბელინგემმა დააწინაურა, ხოლო მე-80 წუთზე სტოუნსამ ანგარიში გაათანაბრა.  84-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ნორვეგიელმა კარიერის განმავლობაშის ჩემპიონთა ლიგაშსი ჩატარებულ 21 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 26-ჯერ აიღო. მან „სიტიში“ გადასვლის შემდეგ ყველაზე ტურნირში 10-ჯერ ითამაშა და 13 გოლი მიითალა. მანჩესტერელებს ზედიზედ 8 თამაშია არ წაუგია – 6 გამარჯვება და 2 ფრე.