აგდამის „ყარაბაღმა“, რომელშიც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, ევროპა ლიგის G ჯგუფის მეორე ტურში ფრანგული „ნანტი“ მიიღო და შანსი არ დაუტოვა – 3:0. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც უფრი ხშირად თავის გამოჩენის შანსი ჩემპიონატში აქვს, ამჯერადაც ევროთასის თამაშსს თვალი საათადარიგოთა სკამიდან ადევნა.
პირველი 45 წუთი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ნე-60 წუთზე ანგარიში განელმა ლეგიონერმა კვაბენამ გახსნა. 65-ე წუთზე მასპინძლები კიდევ უფრო ფრანგმა ზოუბირმა დააწინაურა, ხოლო 72-ე წუთზე თავი ჩერნოგორიელმა იარკოვიჩმა გამოიჩინა.
„ყარაბაღმა“ ჯგუფში პირვეკლი თამაში მოიგო და 3 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ლიდერი 6 ქულით გერმანული „ფრაიბურგია“, რომელმაც სტუმრად ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ 3:0 დაამარცხა. „ნანტი“ 3 ქულით მესამეა, ხოლო „ოლიმპიაკოსს“ ჯერ ქულა არ აუღია.





