პოზნანის “ლეხმა”, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის ორი ფეხბურთელი გამოდის, კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი მოიგო. პოლონელებმა C ჯგუფის მეორე ტურში ვენის “აუსტრიას” უმასპინძლეს და 4:1 გაიმარჯვეს. ჩვენი ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. გარემარბ გიორგი წიტაიშვილს რაც შეეხება, რომელსაც ბოლო პერიოდში არ წყალობენ, მან ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
მასპინძლები 27-ე წუთზე იშაკმა დააწიანურა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 29-ე წუტზე ბრაუნოდერმა გაიტანა. 64-ე წუთზე “ლეხი” წინ სკორაშმა გაიყვანა. 76-ე წუთზე სტუმართა კარი ველდემ აიღო, რომელმაც 90-ეზე დუბლი შეასრულა.
იმავე ჯგუფში “ვილიარეალმა” სტუმრად ბეერ შევას “ჰაპოელი” 2:1 დაამარცხა.
ჯგუფს 6 ქულით “ვილიარეალი” ლიდერობს, “ლეხი” 3 ქულით მეორეა, “ჰაპოელი” და “აუსტრია” თითო ქულით შესაბამისად მე-3 და მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.




