საგულისხმო შედეგი ევრობასკეტზე

0
73

ბერლინში მიმდინარე ევრობასკეტ2022-ის მერვედფინალების მეორე დღეს მეტად საინტერესო რამ მოხდა – გამართული 4 შეხედრიდან სამში (ფინეთი-ხორვატია, იტალია-სერბეთი, პოლონეთი-უკრაინა) ანგარიში 94:86 აღინიშნა, ერთში  კი (საბერძნეთი-ჩეხეთი) – 94:88. ნამდვილად გასაოცარი დამთხვევაა. მოულოდნელი გახლდათ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, ნიკოლა იოკიჩის სერბეთის მარცხი იტალიასთან.
ამგვარად, ევრობასკეტზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. 13 სექტემბერს მასპინძელი გერმანია საბერძნეთს ეთამაშება, ხოლო ესპანეთი – ფინეთს. ორი მატჩია დაგეგმილი 14-შიც: სლოვენია-პოლონეთი და საფრანგეთი-იტალია.