ვაჩიბერაძე უკრაინაში დაბრუნდა და „მეტალისტი 1925“-ში ითამაშებს

0
22

ბექა ვაჩიბერაძემ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა და სათამაშოდ უკრაინის პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. მან ხარკოვის „მეტალისტი 1925“-თან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. ის „ტორპედოში“ გადასვლამდე ოდესის „ჩერნომორეცში“ გამოდიოდა. 26 წლის ვაჩიბერაძემ ხარკოველთა ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად დაბრუნება არ შეშინებია, რადგან ეს ქვეყანა მეორე სამშობლოდ მიაჩნია.
-მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი საქართველოში გაატარე. უკრაინაში დაბრუნება რამ გადაგაწყვეტინა? არ შეგეშინდა?
-პირდაპირ ვიტყვი, რომ არ შემშინებია, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა და ამ ქვეყანაში მრავალი წელი გავატარე. უკრაინაში 11 წლის ასაკიდან ვცხოვრობა და ამიტომ, არავითარი შიში არ მქონია.
-„მეტალისტი 1925“-ის ვარიანტი როგორ გამოჩნდა?
-კლუბის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. მე მათ ვესაუბრე, შემდეგ მთავარ მწვრთნელ ვალერი კრივენცოვს ველაპარაკე, ყველაფერი განვიხილეთა და ახლა აქ ვარ.
-საიდუმლო არაა, რომ აქ ბევრი ნაცნობი გყავს?
-დიხ, გუნდში ბევრი ნაცნობი დამხვდა – ბორიაჩუკთან, რუსინთან და გაბელიუკთან ერთად 16 წლის ასაკიდან ვთამაშობდი.
– თამაში რომელ პოზიციაზე გირჩევნია? შენი ძლიერი და სუსტი მხარეები რაა?
-მოედნის ცენტრში როგორც საყრდენ ნახევარმცველად, ასევე გამთამაშებლად თამაში შემიძლია. ჩემი ძლიერი მხარე? ვფიქრობ, ეს ტექნიკაა. მოსამატებელი ფიზიკურ მომზადებაში მაქვს.