საქართველოს მასტერლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

0
38

საქართველოს მასტერლიგის ნაკრები, უგნრეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. მინი-ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 6×6-ზე ფორმატით 10-18 სექტემბერს, ბუდაპეტში გაიმართება. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდი კენიის, ბრაზილიის, მოლდოვის და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
მატჩების განრიგი
10 სექტემბერი | საქართველო – კენია
12 სექტემბერი | ბელგია – საქართველო
13 სექტემბერი | ბრაზილია – საქართველო
16 სექტმბერი | მოლდოვა – საქართველო
უნგრეთში გამგზავრებამდე, საქართველოს მასტერლიგის ნაკრების წევრები და გუნდის ხელმძღვანეელბი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს დავით მუჯირს, პირველ ვიცეპრეზიდენტს კახა ჭუმბურიძესა და სფფ-ს ტექნიკურ დირექტორს ზაზა ზამთარაძეს შეხვდნენ. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ფედერაციის ხელმძღვანელებმა მასტერლიგის ნაკრებს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება უსურვეს.
უნგრეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე 42 ნაკრები ითამაშებს. მასტერლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით გაემგზავრა.