ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე

0
26

8 სექტემბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, კვიპროსული აეკ-ის და ფრანგული “რენის” მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება.
აეკ-ის და რენის შეხვედრა ლარნაკაში გაიმართება და თბილისის დროით 20:45-ზე დაიწყება