„ჩელსი“ გრემ პოტერს ჩააბარეს

0
28

„ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. ლონდონელებს „ბრაიტონის“ აწ უკვე ყოფილი თავკაცი გრემ პოტერი გაუძღვება, რომელმაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
47 წლის ინგლისელი სპეციალისტი 2019 წლიდან დღემდე „ბრაიტონში“ მუშაობდა. მანამდე, ის შვედეთის „ოსტერსუნდს“ (2011-2018) და „სუონსის“ (2018-2019) წვრთნიდა.
პოტერმა „ჩელსიში“ თომას ტუხელი შეცვალა, რომელიც გუშინ დაითხოვეს. გერმანელი კომპენსაციად 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.