ორიე „ნოტინგემის“ 22-ე ახალწვეულია – სრულიად ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდი

0
45

ინგლისის პრემიერ ლიგაში წელს დაბრუნებული „ნოტინგემ ფორესტის“ 22-ე ახალწვეული სერჟ ორიე აღმოჩნდა, რომელიც გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა.
29 წლის კოტიდვუარელამ გასული სეზონი „ვილიარეალში“ გაატარა, სადაც ესპანეთის ლა ლიგაში 19-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
„ნოტინგემამდე“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატებული ფეხბურთელების რაოდენობით რეკორდსმენი „კრისტალ პალასი“ იყო, რომელმაც 2013 წელს 17 ტრანსფერი განახორციელა.
რაც შეეხება მთლიანად დიდ ბრიტანეთს, რეკორდი „დანრი იუნაიტედს“ ეკუთვნოდა – 2000 და 2001 წელს შოტლანდიელებმა 19-19 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს.