„გალათასარაიმ“ მაურო იკარდის ტრანსფერი დააანონსა

0
51

„გალათასარაი“ მაურო იკარდის დამატებას გეგმავს, თურქული კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკება პსჟ-სთან არგენტინელი ფორვარდის იჯარის თაობაზე.
„გალათასარაიმ“ სოციალურ ქსელში ისიც მიანიშნა, რომ იკარდი სტამბოლში კონტრაქტის გასაფორმებლად მიფრინავს. 29 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში პარიზელთა რიგებში არცერთხელ უთამაშია. ის პსჟ-ში 2019 წელს მილანის „ინტერიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 82 მატჩში 38 გოლი გაიტანა.